>

მთავარი » 2011 » მარტი » 13 » ნიკო გომელაურის ლექსების კრებული №2
9:13 AM
ნიკო გომელაურის ლექსების კრებული №2
***
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი...

მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
***
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა...
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა...
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა...
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა...
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია...
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია...
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი...
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი..
***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია.
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან...
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

  ღვინით, ლექსით,
  წვიმით, სექსით,
  სცენით, სიმით,
  ამით, იმით...

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა...
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება...

მიმაგრება:
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 569 | დაამატა: ToDrMaN | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სტუმრებს არ აქვთ კომენტარების დატოვების უფლება გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენ facebook-ზე

საჭირო პროგრამები

Live TV

მთვლელები

JEJE Top

Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

SITE MADE BY ToDrMaN & raper