>

მთავარი » 2011 » მარტი » 13 » ნიკო გომელაურის ლექსების კრებული №3
9:20 AM
ნიკო გომელაურის ლექსების კრებული №3
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის 
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი 
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...

მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა...

***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?! 
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით... 
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები, 
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...

***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
  მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
  მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
  მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
  მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
  ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
  ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
  ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
  ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
  მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
  მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
  სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
  - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი

მიმაგრება:
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 629 | დაამატა: ToDrMaN | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სტუმრებს არ აქვთ კომენტარების დატოვების უფლება გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენ facebook-ზე

საჭირო პროგრამები

Live TV

მთვლელები

JEJE Top

Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

SITE MADE BY ToDrMaN & raper