>

მთავარი » 2011 » მარტი » 13 » ნიკო გომელაურის ლექსების კრებული
9:07 AM
ნიკო გომელაურის ლექსების კრებული
***
გადის ცხოვრება, გადის...
  მაისი თრთოდა
  სხვადასხვა ფერად,
  მოხვედი, ჰოდა:
  ვიყოთო ერთად...

  უსიტყვოდ გენდე  
  (ნეტავ ვინ მთხოვა?)
  და იმის შემდეგ
  არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...

***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...

***
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...

მიმაგრება:
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 604 | დაამატა: ToDrMaN | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სტუმრებს არ აქვთ კომენტარების დატოვების უფლება გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენ facebook-ზე

საჭირო პროგრამები

Live TV

მთვლელები

JEJE Top

Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

SITE MADE BY ToDrMaN & raper