>

მთავარი » 2011 » მარტი » 13 » მოდიოდა ნინო მთებით
2:43 PM
მოდიოდა ნინო მთებით
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და,
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!"- ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
ავტორი: ანა კალანდაძე
მიმაგრება:
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 693 | დაამატა: ToDrMaN | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სტუმრებს არ აქვთ კომენტარების დატოვების უფლება გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენ facebook-ზე

საჭირო პროგრამები

Live TV

მთვლელები

JEJE Top

Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

SITE MADE BY ToDrMaN & raper