>

მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » მაგარი ანეგდოტები
5:07 PM
მაგარი ანეგდოტები

გურული წეიყვანს შვილს აბანოში. ბიჭს დოუსრიალდება ფეხი და მამამისს ჩამეეკიდება სასქესო ორგანოზე. გურული უჩივა:
– კიდო კაი დედაშენს არ გამოყევი თვარა ხო დაასხამდი ტვინსო

კახელი ღამით საშინელ სეტყვაში მოყვა, თავი კოპებით აქვს სავსე. ამ დროს გაიელვა.
-ხო ხო გაუნათე არ ამაცილოსო. გაბრაზდა კახელი

სვანი მიდის სახლში და ცოლს ეუბნება:
-იცი, დღეს ტაქსის მძღოლი გადავაგდეო.
ცოლი ეკითხება: როგორო?
სვანი პასუხობს: ფული მივეცი და ტაქსში არ ჩავუჯექიო..

10 შოტლანდიელში ერთს შარვალი აცვია, დანარჩენს კი კაბა და ეკითხებიან: -რატომ აცვია ერთს შარვალი, დანარჩენებს კი კაბები? -ის ძმაო პიდარას*ია. -პასუხობენ შოტლანდიელები.

სვანი ფარდას აუთოვებს და გადავარდება…

ჭიჭიკიას ზურგზე დიდი ჭადრაკის დაფა ახატია, ბიჭიკია ეუბნება: -რა არის ბიჭო ჭადრაკის დაფარომ არ დაგეხატა, რაიმე ნორმალური ვერ მოიფიქრე? -შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ და ერთი D4-ზე მომფხანე მანდ

სვანი თუთიყუშს იყიდის, და ერთ თვეშ სვანი ლაპარაკს ისწავლის.

კახელი დაასაფლავებს სიდედრს, სახლში რომ მივა უცებ კრამიტი ჩამოვარდება და თავზე დაეცემა.
კახელი წამოდგე და შეიგინება და იტყვის:
- უკვე ზეცაშია ქალბატონი

რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო

სვანი არის მარშუტკის მძღოლი
ერთხელ მარშუტკაში ბებერი ქალი
ამოვა და ეს სვანი ადგილს დაუთმობს

ორი სომეხი ხვდება ერთმანეთს: – რა მაგარი საათი გიკეთია!!! – ჰო, მამაჩემმა მომყიდა, სიკვდილის წინ…

რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება. -500 ლარი, შენი ჭირი მე. -რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია. -რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა? -წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა. იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის: -ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…

კორპუსის წინ ბავშვი დგას და ყვირის: -დედა; დედაა; დედააა; დეედააა; დეეედაააა. ბოლოს როგორც იქნა დედამ გამოიხედა: -რა იყო? -მამას დაუძხე რა.

წარწერა ბაიკერის ზურგზე: -თუ შეგიძლია ამ წარწერის წაკითხვა, ე. ი. ჩემს უკან მჯდომი ქალი გადავარდა

მიმაგრება:
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 625 | დაამატა: raper | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სტუმრებს არ აქვთ კომენტარების დატოვების უფლება გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენ facebook-ზე

საჭირო პროგრამები

Live TV

მთვლელები

JEJE Top

Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

SITE MADE BY ToDrMaN & raper