>

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ანეგდოტები რაჭველზე №1
12:12 PM
ანეგდოტები რაჭველზე №1
რაჭველი გოგოს თვალს ჩაუპაჭუნებს გაახელს და გოგო აღარ დახვდება





სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი... სვანი უყვირის.

_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ ფეხი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ აბა, რა მოიტეხე?

_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!







რაჭველი მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდება და გზად ყველა მეზობელს დაემშვიდობა.







რაჭველებმა თქვეს, ეჰ, ერთი სწრაფი ბიჭი გვყავდა და იმასაც კატოკმა გადაუარაო.







რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.

-შევცოდე მამაო.

-რა შვილო ჩემო?

-მეგრელი მოვატყუე.

-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო.









რაჭველს ჭამა დაავიწყდება და მოკვდება







რაჭველს დაეძინება და გამოღვიძება დაავიწყდება









ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:

- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..





რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება.

-500 ლარი, შენი ჭირი მე.

-რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია.

-რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა?

-წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა.

იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:

-ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…







რაჭველი დაიჭერს ოქროს თევზს და სანამ სურვილს ეტყვის თევზი მოკვდება.







ესე იგი ორი რაჭველი მირბის და აგვიანდებათ მატარებელზე. მივლენ და "პრავადნიკი” ეტყვის რომ 5 წუთია წავიდაო. ერთი რაჭველი კი დააყოლებს:

-კიდე კაი ვირბინეთ, თორე ნახევარი საათით დაგვაგვიანდებოდაო
მიმაგრება:
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 606 | დაამატა: raper | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სტუმრებს არ აქვთ კომენტარების დატოვების უფლება გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენ facebook-ზე

საჭირო პროგრამები

Live TV

მთვლელები

JEJE Top

Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

SITE MADE BY ToDrMaN & raper